საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კილიან მბაპეს ოპონენტებთან მოედანზე მეტი პატივისცემით მოპყრობა ურჩია.
"მბაპეს ქმედებები მოედანზე ზოგჯერ მეტოქეს ამცირებდა. ის ფრთხილად უნდა იყოს. არავის მოსწონს, როცა ამცირებენ. ამიტომ მბაპე შარში არ უნდა გაეხვეს. ერთხელ მას ვუთხარი: "გიმართლებს, რომ შენ წინააღმდეგ არ ვთამაშობ! მოედანზე გაგანადგურებდი და მხოლოდ ყვითელ ბარათს მივიღებდი".
ურუგვაისთან მატჩი ფრთხილად უნდა ეთამაშა. მეტოქეს ესმოდა, რომ ტურნირს ტოვებდა. ურუგვაელებს მარტივად შეეძლოთ მისთვის ტრავმა მიეყენებინათ და ის მუნდიალზე თამაშს ვეღარ გააგრძელებდა. ამიტომ ის შევცვალე.
მისი მოძრაობისა და ქმედებების სიმარტივეში
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებმა ფინალში ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხა და იტორიაში მეორედ მოიპოვა ჩემპიონობა. მბაპე კი ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.
20 წლის შემდეგ - საფრანგეთმა ფორტუნის და კლასის ხარჯზე დაამარცხა ხორვატია და ჩემპიონი გახდა [VIDEO]