დიდიე დეშამი: მბაპეს მოედანზე გავანადგურებდი და მხოლოდ ყვითელ ბარათს მივიღებდი

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა კილიან მბაპეს ოპონენტებთან მოედანზე მეტი პატივისცემით მოპყრობა ურჩია.

"მბაპეს ქმედებები მოედანზე ზოგჯერ მეტოქეს ამცირებდა. ის ფრთხილად უნდა იყოს. არავის მოსწონს, როცა ამცირებენ. ამიტომ მბაპე შარში არ უნდა გაეხვეს. ერთხელ მას ვუთხარი: "გიმართლებს, რომ შენ წინააღმდეგ არ ვთამაშობ! მოედანზე გაგანადგურებდი და მხოლოდ ყვითელ ბარათს მივიღებდი".

ურუგვაისთან მატჩი ფრთხილად უნდა ეთამაშა. მეტოქეს ესმოდა, რომ ტურნირს ტოვებდა. ურუგვაელებს მარტივად შეეძლოთ მისთვის ტრავმა მიეყენებინათ და ის მუნდიალზე თამაშს ვეღარ გააგრძელებდა. ამიტომ ის შევცვალე.

მისი მოძრაობისა და ქმედებების სიმარტივეში
არის რაღაც, რაც შეიძლება მეტოქემ დამცირებად აღიქვას. მეტოქემ შეიძლება ეს პროვოკაციად მიიღოს. ამიტომ მბაპე მეტად აკურატული უნდა ყოფილიყო", - ციტირებს დეშამის სიტყვებს Le Parisien-ი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრებმა ფინალში ხორვატია ანგარიშით 4:2 დაამარცხა და იტორიაში მეორედ მოიპოვა ჩემპიონობა. მბაპე კი ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა.

alt20 წლის შემდეგ - საფრანგეთმა ფორტუნის და კლასის ხარჯზე დაამარცხა ხორვატია და ჩემპიონი გახდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთადერთი იყო ვინც ფეხბურთს თამაშობდა საფრანგეთიდან და ამასაც უშლიან. ბარსელონას ტალღამ გადაიარა და ისევ დაშტამპვისკენ მიდის ფეხბურთის საქმე. მოტყუება არაო, ფინტი არაო, აბა რაღა ჯანდაბაა ფეხბურთში მოსაწონი?
Levani
13:33 26-07-2018
2
აზარი ბელგიის ნაკრებში თამაშობდა
ზვიადი
16:03 26-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული