"მანჩესტერ სიტიმ" "ბაიერნს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მაიამიში ჩემპიონთა საერთაშორისო თასზე "მანჩესტერ სიტიმ" "ბაიერნი" 3:2 დაამარცხა.

არადა, პირველი ტაიმის ბოლომდე "რეკორდმაისტერი" 2:0-ს იგებდა (გოლები შაბანიმ და რობენმა გაიტანეს), მაგრამ ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ბერნარდო სილვამ ერთი ბურთი გაქვითა, მეორე ტაიმში კი ნმეჩამ და ბერნარდო სილვამ დალაშქრეს ულრაიჰის კარი და "ქალაქელებმა" გაიმარჯვეს.

მაიამი.  29 115 მაყურებელი
ბაიერნი - მანჩესტერ სიტი 2:3
გოლები: 1:0 შაბანი (15), 2:0 რობენი (24), 1:2 ბერნარდო სილვა (45+1), 2:2 ნმეჩა (51), 2:3 ბერნარდო სილვა (70)

ბაიერნი: ულრაიხი, რიჩარდსი, რაფინია (გნაბრი 46), ალაბა, მეიერი, ვილი
(იოჰანსონი 75), რიბერი (ზილა 85), კომანი, რობენი, შაბანი, ვაგნერი (ზირკეზე 75)

მანჩესტერ სიტი: ბრავო, ლაპორტი (გომესი 67), გარსია, ჰამფრისი, ფოდენი (გარე 85), ზინჩენკო, მარეზი (ბერნარდო სილვა 28), დუგლას ლუისი, ბრაიმ დიასი (ჰარისონი 67), ნმეჩა, ბოლტონი (ბერნაბე (66)

alt"ლივერპულმა" აშშ-ში "მანჩესტერ სიტის" 2:1 სძლია [VIDEO]

alt"იუვენტუსმა" "ბაიერნი" რონალდოს გარეშეც დაამარცხა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული