სტუმრები პსჟ-დან იჯარით აყვანილმა კოლო მუანიმ „იუვენტუსში“ სადებიუტო მატჩში გატანილი გოლით დააწინაურა. შესვენების შემდეგ მასპინძლები სრულ უპირატესობას ფლობდნენ, ჯერ ანგარიში ანგისამ გაათანაბრა, 69-ე წუთზე კი ლოკატელიმ საჯარიმოში მაკტომინეი წააქცია და პენალტით ლუკაკუმ დე გრეგორიოს კარი დალაშქრა.
„ნაპოლიმ“ ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა, 53 ქულით ლიდერია და 2 თებერვალს სტუმრად „რომას“ დაუპირისპირდება.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - იუვენტუსი 2:1
გოლები: 0:1 კოლო მუანი (43), 1:1 ანგისა (57), 2:1 ლუკაკუ (69, პენ)
დე ლაურენტისმა თავისას მიაღწია - "ნაპოლი" "კვარას" შემცვლელის დამატებასთან ძალიან ახლოსაა