ნავალოვსკის მინსკის "დინამომ" თბილისის "დინამოს" გამომგდები "დუნაისკა სტრედა" ისევ დაამარცხა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში მინსკის "დინამომ" საკუთარ მოედანზე ის "დუნაისკა" სტრედა" გაანადგურა (4:1), რომელმაც წინა რაუნდში თბილისის "დინამოს" სძლია.

პირველი შეხვედრა ბელარუსულ გუნდს სლოვაკეთში 3:1 ჰქონდა მოგებული, ორი მატჩის ჯამში მეტოქე 7:2 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

შეგახსენებთ, მინსკის "დინამოში" ახლახან ჩაირიცხა საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი ნავალოვსკი, რომელიც ამ თამაშების განაცხადში არ ყოფილა.

შემდეგ ეტაპზე "დინამო" "ზენიტს" ხვდება და იმედია, მას თამაშის საშუალება მიეცემა.

altთბილისის "დინამოს" გამომგდებ "დუნაისკა სტრედას" მინსკის "დინამომ" სლოვაკეთშივე მოუთავა საქმე [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული