ჟოზე მოურინიომ შეიძლება პორტუგალიის ნაკრები ჩაიბაროს

AutoSharing Option
"მირორი" ირწმუნება, რომ არაა გამორიცხული, თუ "მანჩესტერმა" ამ სეზონში წარმატებით ვერ იასპარეზა, მისი მენეჯერი ჟოზე მოურინიო გადააყენონ.

ჯერ სეზონი არ დაწყებულა და ის უკვე ღიად გამოხატავს კლუბის ვიცე-პრეზიდენტის ედ ვუდვორდის მიმართ უკმაყოფილებას მოთხოვნილი ტრანსფერების განუხორციებლობის გამო.

მოურინიო აცხადებს, რომ იმ დროს, როდესაც "ლივერპული" გაძლიერდა, მის გუნდს პრაქტიკულად არავინ არ დაუმატებია.

მოუს "მანიუსთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და გადაყენების შემთხვევაში, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია უმალ შესთავაზებს ნაკრების ჩაბარებას.

პორტუგალიის ნაკრებს ამჟამად ფერნანდუ სანტუში ხელმძღვანელობს.

altმოურინიოს ახალი გეგმა - პორტუგალიელი ვილიანის

ტრანსფერს მიუბრუნდა

altპოგბამ მოურინიოს თხოვნა არაფრად ჩააგდო - "ბარსელონაში" ინიესტას 8-ნომრიან მაისურს სთავაზობენ

altThe Sun: "მანჩესტერში" ჟოზე მოურინიოს ზინედინ ზიდანი შეცვლის

მკითხველის კომენტარები / 1 /
არაფერი გამოვა; მან 7-8 ვარსკვლავი ფეხბურთელი თუ არ იყიდა ისე არაფერი გამოსდის და აქ ის არ გამოვა
Asiko
06 აგვისტო 2018 11:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული