"სუპერტრანსფერი" - თურქულმა კლუბმა 18 ახალგაზრდა ფეხბურთელი გაყიდა და 10 თხა შეიძინა

AutoSharing Option
თურქული მედიის ცნობით, კლუბმა "გულსპორტმა" ახალგაზრდული გუნდის 18 ფეხბურთელი გაყიდა, რის სანაცვლოდაც 10 თხა შეიძინა.

ხელმძღვანელობის მიზანია, ამ თხებისგან რაც შეიძლება მეტი რძე მიიღოს. პრეზიდენტ ქენან ბიულქებების თქმით, თხებისგან 5 000 ლირის ღირებულის რძე უნდა მიიღონ, რაც 727,8 ევროს შეადგენს.

საინტერესოა, რომ აღნიშნული 18 ფეხბურთელიდან კლუბმა მხოლოდ 15 000 ლირა მიიღო, რაც 2,2 ათასი ევროა.

"გულსპორტი" ერთ-ერთი ძველი კლუბია, რომელიც 7-დან 19 წლამდე ბავშვებს ზრდის და პროფესიონალურ კლუბებში უშვებს.

ბიულქებებმა თქვა, რომ ნაკრებისთვის არაერთი ფეხბურთელი გაგვიზრდია და მრავალ ბიჭუნას გავუხსენით
გზა, რომლებიც დაახლოებით 17 წლის ასაკში გავუშვით და მათ სანაცვლოდ ერთი ლირაც არ აგვიღიაო.

ახლა კი დროა, ეს მიდგომა შეიცვალოს, რათა სარგებელი ისევ კლუბმა ნახოსო.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რაღას წვალობენ ფეხბურთელების გაზრდით და თხებში გაცვლით---პირდაპირ თხები გაზარდონ.
ფერნანდო
13:52 16-08-2018
0
რომან ფიფიას მაინც ჯობია. ფიფიამ თავის ქარვასლაში მხოლოდ გაყიდვაში მაგარია
დათო30
15:58 16-08-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული