ესპანელმა ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად "ვისელ კობეს" ღირსებას იცავს, იაპონიის ჩემპიონატში ზედიზედ მეორე გოლი გაიტანა.
"ხიროსიმა საფრენჩესთან" მატჩის მე-17 წუთზე ინიესტამ საჯარიმოს გარედან უძლიერესად დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ შეხვედრა 1:1 დასრულდა.
ინიესტამ იაპონიაში პირველი გოლი პოდოლსკის გადაცემით გაიტანა [VIDEO]