
წყაროს ცნობით, 39 წლის ფეხბურთელი თავის გადაწყვეტილებას სამშაბათს, 8 ოქტომბერს გაასაჯაროებს.
ინიესტამ პროფესიონალური კარიერის უდიდესი ნაწილი ბარსელონაში გაატარა, რომლის მაისურითაც 2002-2018 წლებში თამაშობდა. ამ პერიოდში "ბარსას" რიგებში 674 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 57 გოლი გაიტანა და 136 საგოლე პასი გააკეთა. ესპანელი 5 წელი იაპონურ "ვისელ კობეში" გამოდიოდა, მისი ბოლო გუნდი, კი ემირატების "ემირეითსი" იყო. ესპანეთის ნაკრებში ინიესტას 131 თამაში აქვს გამართული.