ედენ აზარის მამა: ზინედინ ზიდანი რომ დარჩენილიყო, ჩემი შვილი "რეალში" გადავიდოდა

AutoSharing Option
"ჩელსის" ნახევარმცველის ედენ აზარის მამას, ტიერის ძალიან უნდოდა თავისი შვილი "რეალში" გადასულიყო და თვლის, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ მწვრთნელი ზინედინ ზიდანი არ დატოვებდა "სამეფო გუნდს".

"ზიდანი რომ დარჩენილიყო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა. ედენს უნდოდა გუნდის გამოცვლა და საამისო მიზეზიც ჰქონდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ვერ გეტყვით რა მოხდა. შესაძლოა, ბლანკოსმა აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთა.

ედენ გაისად უმთავრდება "არისტოკრატებთან" კონტრაქტი და არ გამოვრიცხავ, "რეალში" გადავიდეს", - განუცხადა ტიერიმ Hiet Niewuwsblad-ს.

alt"რეალი" უკანასკნელად შეეცდება ედენ აზარის შეძენას

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული