შემადგენლობაში 24 ფეხბურთელია. აღსანიშნავია, რომ ნაკრებში ტურინის "იუვენტუსი" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო არაა გამოძახებული.
სანტუშმა ამასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.
"ფეხბურთელთან საუბრისას, რომელმაც ახლახან გააფორმა ტურინის "იუვენტუსთან" კონტრაქტი და ადაპტაციის პროცესის გათვალისწინებით, გაგებით ვეკიდები ამ სიტუაცია და ეტაპისთვის რონალდო ჩვენთან ერთად არ იქნება", - აღნიშნა სანტუშმა.
პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: ბეტუ (გეზტეპე), კლაუდიუ რამუში (ტონდელა), რუი პატრისიუ (ვულვერჰემპტონი)
მცველები: სედრიკ სოარეში (საუტჰემპტონი), ჟოაო კანსელუ (იუვენტუსი), ლუიშ ნეტუ (ზენიტი),
ნახევარმცველები: ბრუნუ ფერნანდეში (სპორტინგი), რენატუ სანშეში (ბაიერნი), რუბენი ნევეში (ვულვერჰემპტონი), სერჟიუ ოლივეირა (პორტუ), ვილიამ კარვალიო კარვალიო (ბეტისი), ჟედსონ ფერნანდეში, პიცი (ორივე ბენფიკა)
თავდამსხმელები: ანდრე სილვა (სევილია), ბრუმა (ლაიპციგი), ჟელსონ მარტინში (ატლეტიკო), გონსალუ გედეში (ვალენსია), რონი ლოპეში (მონაკო), ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი)
ამპლუა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის მონაცემებით არის მითითებული.
პორტუგალიის ნაკრები ხორვატიასთან ამხანაგურ მატჩში ეთამაშება, ხოლო იტალიას ერთა ლიგის ფარგლებში.
მომზადებულია fpf.pt-ის მიხედვით