გარი ლინეკერი: ჯილდოს რომ მართლა საუკეთესოს გადასცემდნენ, მესი ყოველ წელს მოიპოვებდა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გარი ლინეკერმა იმაზე გააკეთა კომენტარი, რომ "ბარსელონას" ფორვარდი ლეო მესი უეფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელთა სამ პრეტენდენტს შორის არ დაასახელა.

სამ საუკეთესო ფეხბურთელად გულშემატკივრებმა და ექსპერტებმა ლუკა მოდრიჩი (რეალი), რონალდო (იუვენტუსი) და მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) დაასახელეს.

ლინეკერმა ტვიტერით პასუხი გასცა "თაიმსის" ჟურნალისტს ოლივერ კეის, რომელმაც კითხვა დასვა - მართლა თვლიან თუ არა, რომ გასული სეზონის მიხედვით არგენტინელი სამ საუკეთესო მოთამაშეში დასახელებას იმსახურებდა?

"ვისაც ფეხბურთი ესმის, არავინ ასე არ მიიჩნევს. "ბარსელონამ" რომ "ოქროს დუბლი" შეასრულა, ამაში მესის უდიდესი
დამსახურებაა. მისი თამაში მართლაც სასიამოვნო საყურებელია.

პლეი-ოფის მატჩები კი ხშირად შემთხვევითობაზეა დამოკიდებული. ჯილდოს რომ მართლა საუკეთესოს აძლევდნენ, მესი ყოველ წელს მოიპოვებდა".

altუკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ლეო მესი პირველად არაა წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის პრეტენდენტი

altრონალდომ გაიგო, რომ უეფა მას კი არა მოდრიჩს აჯილდოებდა და მონაკოში გამგზავრება გადაიფიქრა

მკითხველის კომენტარები / 4 /
მესის მარტო იმ სიტყვებისთვის ეკუთვნის ჯილდო რაც რონალდოზე ილაპარაკა.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
05 სექტემბერი 2018 11:39
2
მესიმ თავისი თამაში ითამაშა, მეტი აღარ შეუძლია, ეხლა ჩვეულებრივი რიგითი ფეხბურთელია.რონალდო ათი თავით მაღლა დგას.ლინეკერიც დაბერებულა და აკეთებს მიკერძოებულ განცხადებებს.
ჯ ი ჯ ი
05 სექტემბერი 2018 12:35
15
შენ მადრიდის ფანი ხარ გეტყობა თორემ ეგეთ რამეს დაუფიქრებლად არ იტყოდი. სად რონალდო და სად მესი:D ამის მერე შენ უნდა თქვა ფეხბურთის გაგებაში ნომერ პირველი ვარ მსოფლიოშიო
1111
06 სექტემბერი 2018 13:50
0
რონალდუ მებრძოლია,იბრძვის,თავით თამაშობს თან ბუნებით ლიდერია,მესი ნამდვილად ტეხნიკურუა,მაგრამ ცენტრში დადის,ბურთი უნდა მიუტანო ამიტომაც ბარსა ბევრ ფულს ხარჯავს ვარსკვლავების გარემოცვაში ამყოფოს წინააღმდეგ შემთხვევაში მესი ნულია.მაგალითი არგენტინის ნაკრებია.
თემო
06 სექტემბერი 2018 15:45
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული