"მინდა ანდორას ქულის მოპოვება მივულოცო. რასაც ველოდი, ისე ითამაშეს, თავდადებულად. პრობლემები შეგვიქმნეს. ბურთს ცუდად ვაკონტროლებდით. ბევრი იძულებითი ცვლილება განვახორციელე. ამ დონეზე ასე თამაში არ შეიძლება. პირადად მე შეცდომები დავუშვი თავდასხმის ორგანიზებასთან დაკავშირებით. ამ სპექტაკლით არ შეიძლება კმაყოფილები ვიყოთ", - განაცხადა პააატილაინენმა.
დანა პირს არ უხსნიდა
ჩეხეთის "იაბლონეცის" ნახევარმცველმა დევის იკუნიეკმაც დაახლოებით იგივე თქვა:"მდგომარეობის გამოსწორება საქართველოს ნაკრების დამარცხებით შეგვიძლია. თბილისში ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი უნდა ჩავწეროთ".