ლუქსემბურგმა 12-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგო სტუმრად - ირლანდიას 1:0 სძლია. ლუქსემბურგმა ისტორიაში გასვლაზე 124 ჩატარებული მატჩიდან 3-ში იმარჯვა.
პორტუგალია სტუმრად სერბეთს 2:0-ს უგებდა, მაგრამ საბოლოდ ფრეს დასჯერდა. რონალდოს მიერ 90+3-ე წუთზე დარტყმული ბურთი თითქოს კარის ხაზიდან მცველმა სტეფან მიტროვიჩმა გამოიტანა, თუმცა გამეორებზე ნათლად გამოჩნდა, რომ ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა. კრიშტიანომ სრულიად სამართლიანად მიიჩნია, რომ გოლი არ ჩაუთვალეს, საფინალო სასტვენს არ დაელოდა, კაპიტნის სამკლავური გადააგდო და მოედანი დატოვა. მას
ნაკრებში ბოლო 4 შეხვედრაში არც გოლი არ გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია.
ჩეხეთი ისტორიაში პირველად არ დამარცხდა ბელგიასთან ოფიციალურ მატჩში - 1:1. რომელუ ლუკაკუმ ბელგიის ნაკრებში უკანასკნელ 31 მატჩში 36 გოლი გაიტანა და თანაც, შესარჩევი ციკლის ბოლო 10 შეხვედრაში უგოლოდ არ ტოვებს მოედანს.
A ჯგუფი
ირლანდია-ლუქსემბურგი 0:1
გოლი: როდრიგესი (85)
სერბეთი-პორტუგალია 2:2
გოლები: 0:1 ჟოტა (11), 0:2 ჟოტა (36), 1:2 მიტროვიჩი (46), 2:2 კოსტიჩი (60)
გაძევება: მილენკოვიჩი (90+2, სერბეთი)
გოლები: 0:1 ანიერი (31), 1:1 ლისაკოვიჩი (44, პენ), 1:2 ანიერი (55), 2:2 კენდიში (64), 3:2 სავიცკი (81), 4:2 ლისაკოვიჩი (84)
გაძევება: იიგუსი (77, ესტონეთი)
ჩეხეთი-ბელგია 1:1
გოლები: 1:0 პროვოდი (50), 1:1 ლუკაკუ (60)
მონტენეგრო-გიბრალტარი 4:1
გოლები: 1:0 ბეჩირაი (26), 2:1 სტაიჩი (30, პენ), 2:1 შიმიჩი (43), 3:1 ტომაშევიჩი (52), 4:1 იოვეტიჩი (80)
ნიდერლანდები-ლატვია 2:0
გოლები: 1:0 ბერგჰუისი (32), 2:0 ლ. დე იონგი (69)
.
ნორვეგია-თურქეთი 0:3
გოლები: 0:1 ტუფანი (4), 0:2 სეიუნჯუ (28), 0:3 ტუფანი (59)
გაძევება: ტორსტვედტი (80, ნორვეგია)
H ჯგუფი
რუსეთი-სლოვენია 2:1
გოლები: 1:0 ძიუბა (26), 2:0 ძიუბა (35), 2:1 ილიჩიჩი (36)
ხორვატია-კვიპროსი 1:0
გოლი: პაშალიჩი (40)
სლოვაკეთი-მალტა 2:2
გოლები: 0:1 გამბინი (16), 0:2 სატარიანო (19), 1:2 სტრელეცი (49), 2:2 შკრინიარი (53)