ერთა ლიგა. II ტური: იტალია პორტუგალიასთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
10 სექტემბერს ერთა ლიგის მეორე ტურში ცენტრალური მატჩი ლისაბონში ჩატარდა, სადაც პორტუგალიამ 1:0 დაამარცხა იტალია.

"სკუადრა აძურას" მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ შეხვედრის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი გუნდს არა ჰგავს და 7 ფეხბურთელი და მათ შორის თავდამსხმელი მარიო ბალოტელი გაუშვა ნაკრებიდან, თუმცა ვერც ამან ვერ უშველა. იტალიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში პირველად არ იყო "იუვენტუსის" არც ერთი ფეხბურთელი.

იტალიის ნაკრებმა უკანასკნელი 4 ოფიციალური მატჩიდან ვერც ერთი ვერ მოიგო, რაც ბოლოს 35 წლის წინ მოხდა. უკანასკნელ 9 მატჩში იტალიელებმა
მხოლოდ საუდის არაბეთს სძლიეს.


თურქეთმა სტუმრად 0:2-დან მოახერხა თამაშის შემოტრიალება შვედეთთან. გამარჯვების გოლი "გალათასარაის" ნახევარმცველმა აკბაბამ კომპენსირებულ დროში გაიტანა. ის შეცვლაზე შევიდა და დუბლი შეასრულა.


ლიგა A. 3 ჯგუფი
ლისაბონი. "და ლუში". 52 635 მაყურებელი
პორტუგალია - იტალია 1:0
გოლი: 1:0 ანდრე სილვა (48)

პორტუგალია: პატრისიუ, კანსელა, პეპე, დიასი, რუი, პიცი (სანჩეში 74), ნევეში, კარვალიო (ოლივეირა 86), ბრუმა (მარტინში (77), ა. სილვა, ბ. სილვა

იტალია: დონარუმა, ლაცარი, კალდარა, რომანიოლი, კრიშიტო (ემერსონი 74), კრისტანტე (ბელოტი 79), ჟორჟინიო, ბონავენტურა, ძაძა, იმობილე (ბერარდი 59), კიეზა

ლიგა B. 2 ჯგუფი
სოლნა. "სოლნა არენა"
შვედეთი - თურქეთი 2:3
გოლები: 1:0 ტელინი (35), 2:0 კლაესონი (49), 2:1 ჩალჰანოღლუ (51), 2:2 აკბაბა (88), 2:3 აკბაბა (90+2)

ლიგა C. 1 ჯგუფი
გლაზგო. "ჰემპდენ პარკი"
შოტლანდია - ალბანეთი 2:0
გოლები: 1:0 ჰიმჩიტი (47, საკ. კარში), 2:0 ნეისმიტი (68)

ლიგა C. 4 ჯგუფი
პოდგორიცა. "პოდ კორიკომი"
მონტენეგრო - ლიეტუვა 2:0
გოლები: 1:0 სავიჩი (35, პენ), 2:0 იანკოვიჩი (36)

ბელგრადი. "პარტიზანი"
სერბეთი - რუმინეთი 2:2
გოლები: 1:0 მიტროვიჩი (26), 1:1 სტანჩუ (48, პენ), 2:1 მიტროვიჩი (68), 2:2 ტუკუდეანი (68)

ლიგა D. 3 ჯგუფი
პრიშტინა. "ფადილ ვოკრი"
კოსოვო - ფარერები 2:0
გოლები: 1:0 ზენელი (70), 2:0 ნუჰუ (54)

ტაკალი. "ნასიონალი"
ალბანეთი - აზერბაიჯანი 1:1
გოლები: 1:0 აგიუსი (10, პენ), 1:1 (ხალიზადე 26)

alt ერთა ლიგა. II ტური: საფრანგეთმა გაიმარჯვა, ჟირუმ როგორც იქნა გაიტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 1 /
აბა დაცვაში რა ხალხი ჰყავდა მანჩინის? შეტევაში კიდევ ბალოტელი გაუშვა და ძაძა დააყენა ? იმედია ექსპერიმენტებს მიმართავს, თორემ ძალიან იჩაგრება იტალია ბოლო პერიოდში
: )))))))
01:27 12-09-2018
0

სიახლეები პოპულარული