ერთა ლიგა. II ტური: საფრანგეთმა გაიმარჯვა, ჟირუმ როგორც იქნა გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 სექტემბერს ერთა ლიგის მორიგი მატჩები გაიმართა.

ერთა ლიგის დღევანდელი შეხვედრებიდან საფრანგეთი - ჰოლანდიაა გამოსარჩევი.

მსოფლიოს ჩემპიონებს ჰოლანდიელებმა პარიზში მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს, მაგრამ მაინც დამარცხდნენ (1:2). ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შეძლო ნაკრებში გოლის გატანა ჟირუმ. სხვათა შორის, მან ნაკრებში 32 გოლი გაიტანა და ზიდანს გაასწრო. მასზე მეტი გოლი ანრის (51), პლატინის (41) და ტრეზეგეს (34) აქვთ გატანილი.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდელთა 31 წლის ნახევარმცველმა ბაბელმა ბოლოს ნაკრებში გოლი 13 წლის წინ გაიტანა - 2005 წლის 26 მარტს რუმინეთს.

დანიის ნაკრების ფეხბურთელებთან ფეხბურთის
ფედერაციამ ფინანსური კონფლიქტი მოაგვარა და სკანდინავიელებმა საკუთარ მოედანზე უელსს 2:0 სძლიეს. ორივი გოლი "ტოტენჰემის" ნახევარმცველის ერიკსენის ანგარიშზეა. მან ეროვნული გუნდის უკანასკნელ 18 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. შეგახსენებთ, ამას წინათ სლოვაკეთთან ამხანაგურ შეხვედრაში დანიამ მე-4 ლიგისა და ფუტზალის ფეხბურთელებით ითამაშა და 0:3 წააგო.

უკრაინამ ტურნირზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად სახლში სლოვაკეთი დაამარცხა (1:0). შეცვლაზე შესული ციგანკოვი საკუთარ საჯარიმოში შკრინიაკმა მოცელა, პენალტი კი ზუსტად შეასრულა ჩაკვეტაძისა და ქვილითაიას თანაგუნდელმა იარემჩუკმა.

ლიგა A. 1 ჯგუფი
პარიზი. "სტად დე ფრანსი"
საფრანგეთი - ჰოლანდია 2:1
გოლები: 1:0 მბაპე (14), 1:1 ბაბელი (67), 2:1 ჟირუ (74)

საფრანგეთი: არეოლა, პავარი, ვარანი, უმტიტი, ერნანდესი (მენდი 62), პოგბა, კანტე, მბაპე, გრიზმანი (ნზონზი 81), მატიუიდი, ჟირუ (დემბელე 89)

ჰოლანდია: სილესენი, დე ლიგტი, ვან დეიკი, ბლინდი, ტეტე (იანმაატი 82), პრეპერი, ფ. დე იონგი, ბაბელი (ლ. დე იონგი 88), პრომესი (ვერმერი 76), დეპაი, ვეინალდუმი

ლიგა B. 1 ჯგუფი
ლვოვი. "ლვოვ არენა"
უკრაინა-სლოვაკეთი 1:0
გოლი: იარმოლენკო (80, პენ)

ლიგა B. 4 ჯგუფი
ორჰუსი. "ცერეს პარკი"
დანია-უელსი 2:0
გოლები: 1:0 ერიკსენი (32), 2:0 ერიკსენი (63, პენ)

ლიგა C. 3 ჯგუფი
სოფია. "ვასილ ლევსკი"
ბულგარეთი-ნორვეგია 1:0
გოლი: ვასილევი (59)
გაძევება: ნორდვეიტი (88)

ნიკოზია. Neo GSP
კვიპროსი - სლოვენია 2:1
გოლები: 0:1 ბერიჩი (54), 1:1 სოტერიუ (69), 2:1 სტოიანოვიჩი (89, საკ. კარში)

ლიგა D. 4 ჯგუფი
სკოოპიე. "ტელეკომი"
მაკედონია - სომხეთი 2:0
გოლები: ალიოსკი (13, პენ), 2:0 პანდევი (59)

ვადუცი. "რეინპარკი"
ლიხტენშტეინი - გიბრალტარი 2:0
გოლები: 1:0 სალაჰოვიჩი (32), 2:0 ვიესერი (72)

altერთა ლიგა. I ტური: ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისი დაამარცხა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვუყურე.ეს ფეხბურთი იყო.
სოსო
12:26 10-09-2018
0

სიახლეები პოპულარული