აკაკი გოგიამ "დუისბურგს" გოლი გაუტანა

AutoSharing Option
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-5 ტურში "უნიონის" ქართული წარმოშობის 26 წლის ნახევარმცველმა აკაკი გოგიამ "დუისბურგს" გოლი გაუტანა.

ბერლინის "უნიონმა" ახალ სეზონში წარმატებული სტარტი აიღო და აუტსაიდერ "დუისბურგთან" მატჩზე კლუბის 21-ათასიანი სტადიონი პირთამდე გაივსო.

დედაქალაქური გუნდის წამყვანი მოთამაშე გოგიაა, რომელიც მუდამ შეუცვლელად თამაშობს და ამ შეხვედრაში ანგარიში 44-ე წუთზე გახსნა, შესვენების შემდეგ სტუმრებმა ორჯერ დალაშქრეს მასპინძელთა კარი და ბერლინელებმა კომპენსირებულ დროში მოახერხეს ანგარიში გაყაიმება - 2:2.

"უნიონი" 9 ქულით მე-2 ადგილზეა და 22 სექტემბერს სტუმრად "არმინიას" ხვდება.

altაკაკი გოგიამ ბერლინის "უნიონთან" კონტრაქტი

2021 წლამდე გააფორმა

altაკაკი გოგიამ სანტ პაულის გოლი გაუტანა და "უნიონს" მეორე ბუნდესლიგაში გალიდერებაში დაეხმარა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული