აკაკი გოგიამ, რომელიც გერმანიის მოქალაქეა, თუმცა მისი საქართველოს სახელით თამაშზე გარკვეული მოლაპარაკებები მიდიოდა, "ციურიხის" რიგებში გაიტანა.
"სტ გალენი" სამჯერ იგებდა, მაგრამ სტუმრებმა ამდენჯერვე დაათანაბრეს. პირველად ეს გოგიამ შეძლო - 29 წლის ნახევარმცველმა 23-ე წუთზე შვეიცარიის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
საბოლოოდ, უხვგოლიანი ფრე - 3:3. პირველადგილოსანი "ციურიხი" 11 სექტემბერს "იანგ ბოიზს" დაუპირისპირდება.
შალვა ოგბაიძემ, გერმანიის მესამე ლიგაში, პირველი საგოლე პასი ჩაიწერა. ბერლინის "ვიქტორიას" 19 წლის ფორვარდმა
ოგბაიძის გუნდი პირველ ადგილზეა, 4 სექტემბერს კი "ვერლს" ესტუმრება.
ქართველ ლეგიონერ ნიკა სიჭინავას "კოლოსი" კიევის "დინოსთან", სტუმრად, დიდი ანგარიშით - 0:7 დამარცხდა. ნიკა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს.
აღსანიშნავია, რომ ქართველი ლეგიონერის გუნდს საწყის 4 ტურში მხოლოდ 2 გოლი ჰქონდა გაშვებული. კიეველებმა პირველ ტაიმში მეტოქის კარი 6-ჯერ აიღეს.
"კოლოსი", რომელსაც 5 ტურის შემდეგ ამდენივე ქულა აქვს, 11 სექტემბერს "მარიუპოლს" უმასპინძლებს.
"სერენმა" მოიგო, "იუვენტუსის" მცველი დაიმატა და მიქაუტაძეს ელის
საბამ თურქეთის სუპერლიგის სამივე ტურში გაიტანა - მის გოლებს ნაკრებში ველით! [VIDEO]
კვეკვესკირი გააძევეს - მისმა გუნდმა ლიდერობა დრამატულ მატჩში შეინარჩუნა