ერნესტო ვალვერდე: სპორტი და ეს დაჯილდოებები და ცერემონიები ბიზნესად გადაიქცა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ იმაზე გააკეთა კომენტარი, რომ მისი გუნდის თავდამსხმელი ლეო მესი ფიფამ მსოფლიოს სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის არ დაასახელა.

"ყველას თავისი აზრი აქვს და გამონაკლისი არც მე ვარ. არა მგონია, ახლა ვინმეს ვინმესთან შედარება იყოს საჭირო, მაგრამ ჩვენთვის ლეო ყოველთვის საუკეთესო იქნება.

მართალი გითხრათ, ამ თემაზე ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი. მოდრიჩი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა.

რამდენიმე წლის წინ არ იყო ამდენი ჯილდოები, ახლა კი ყველაფერი გაზვიადებულია - ძალიან ბევრი ჯილდო და ცერემონიებია.
ყოველი ცერემონია ორგანიზატორთა თავის
წარმოჩენაა. ამან შეიძლება უთანხმოება გამოიწვიოს. ნუ, ასეთ ვითარებაში ვიმყოფებით.

ეს სპორტია, რომელიც ზოგიერთისთვის ბიზნესად იქცა".

altლეო მესიმ პირველად მისცა რონალდოს ხმა

altფიფამ პრიზები დაარიგა - საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი დაასახელეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული