26 მილიარდი დოლარის ხელშეკრულებები - FORBES-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სპორტული აგენტები გამოავლინა

AutoSharing Option
ცნობილმა ბიზნესგამოცემა FORBES-მა ყველაზე გავლენიანი სპორტული აგენტების სია გამოაქვეყნა.

როგორც აღმოჩნდა, 50-მა ყველაზე გავლენიანმა აგენტმა 26 მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებების გაფორმებაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც პირადად მათ 1.2 მილიარდი დოლარი ერგოთ.

ბოლო ექვსი წელია პირველობას არავის უთმობს ბეისბოლის აგენტი სკოტ ბორასი, რომელმაც 1.88 მილიარდი დოლარის ხელშეკრულებები გააფორმა, რითაც საკუთარი სალარო 105 მილიონი დოლარით შეავსო.

მეორე ადგილზე საფეხბურთო აგენტი ჟორჟ მენდეშია, რომელმაც ერთი მილიარდი ღირებულების მოლაპარაკებები დაასრულა წარმატებით, რითაც 100 მილიონი დოლარი იშოვა. ყველაზე გავლენიანი საფეხბურთო აგენტი მონაწილეობას იღებდა კრიშტიანო რონალდოს "იუვენტუსში"
ტრანსფერში. იგი ასევე ისეთი ფეხბურთელების აგენტიცაა, როგორებიცაა ხამეს როდრიგესი, ანხელ დი მარია და ბერნანდო სილვა.

მესამე ადგილზე ასევე საფეხბურთო აგენტი ჯონათან ბარნეტი იმყოფება. მისი კლიენტების რიგებს ავსებენ გარეთ ბეილი, ჯესი ლინგარდი, ჯორდან პიკფორდი და სხვები.

მეოთხე ადგილზე საკალათბურთო აგენტი ჯეფ შვარცია. ის NBA-ს კალათბურთელებს ემსახურება. მისი კლიენტების რიგებში არიან ანდრე დრამონდი, ბლეიქ გრიფინი, კევინ ლავი, ნიკოლა ჯოკიჩი, ჰარისონ ბარნსი.

მეხუთე პოზიციაზე ყველაზე ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლაა. იგი მომსახურებას პოლ პოგბას, ზლატან იბრაჰიმოვიჩს, მარკო ვერატის, ჰენრიხ მხითარიანს და სხვა ვარსკვლავებს უწევს. მათ შორის, მის კლიენტთა რიცხვშია ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი ვატო არველაძე.

მეექვსე პოზიციაზე ბეისბოლის აგენტი კესი ქლოუსია. მან გასულ წელს მილიარდზე მეტი ღირებულების ხელშეკრულებები გააფორმა.

მეშვიდე პოზიციაზე ასევე ბეისბოლის აგენტები, ძმები სემ და სეტ ლევინსონები არიან.

მერვე პოზიციას გერმანელი აგენტი ვოლკერ შტრუცი იკავებს, რომელიც საფეხბურთო სააგენტო SportsTotal-ს ფლობს. ის ისეთ ფეხბურთელებს ემსახურება, როგორებიცაა: ტონი კროოსი,  მარკო როისი, ბენედიქტ ჰიოვედესი და სხვები.

მეცხრე პოზიციაზეა პეტ ბრაისონი, რომელიც ჰოკეიში მოღვაწეობს. მისმა შემოსავალმა გასულ წელს 50 მილიონი დოლარი შეადგინა.

მეათე პოზიციაზე კი ტოდ ფრენსია. იგი ამერიკულ ფეხბურთში მოღვაწეობს.

თანამედროვე სპორტში აგენტები დიდ როლს თამაშობენ. შესაბამისად, სპორტში მბრუნავი ფულის საკმაოდ დიდი ნაწილიც მათ ჯიბეებში მიდის.

altროდესაც შენი აგენტი ცდილობს, ბოლო პენიც კი გამოგწუროს - ზლატან იბრაჰიმოვიჩი მინო რაიოლას გაეხუმრა


მომზადებულია FORBES.COM-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული