ლუკა მოდრიჩი: მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სრულდ გამოფიტული ვიყავი

AutoSharing Option
ფიფას ვერსიით წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულმა "რეალისა" და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა მუნდიალის შემდგომ მოსამზადებელი გამთანგავი პერიოდის სირთულეებზე ისაუბრა.

"ამდენი ემოციის შემდეგ ძნელი იყო ჩვეულ სათამაშო რიტმში დაბრუნება. მსოფლიოს ჩემპიონატის მერე სრულად გამოფიტული ვიყავი.

ახლა ყოველდღე თავს უკეთ ვგრძნობ. თუმცა, ჩემს საუკეთესო ფორმაში ჩასადგომად დრო მჭირდება.

სეზონის წინ დასასვენებლად მხოლოდ 3 კვირა მქონდა. ასე ცოტა ხანი არასოდეს არ დამისვენია. მთავარი კი ისაა, რომ ხორვატიისთვის რაღაც განსაკუთრებული გვინდოდა გაგვეკეთებინა, რაც მოვახერხეთ და ეს ძალიან მიხარია", - განუცხდა ლუკამ FIFPro-ს.

alt

ფიფამ პრიზები დაარიგა - საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი დაასახელეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული