France Football-მა "ოქროს ბურთის" გამოკითხვა წაშალა, როცა ლიონელ მესიმ მოიგო

AutoSharing Option
"ოქროს ბურთის" პრემიის ორგანიზატორები საკუთარი აუდიტორიის არჩევანით, როგორც ჩანს, უკმაყოფილოები არიან.

France Football-ი ფრანგული გამოცემაა და ასევე, "ოქროს ბურთის" პრემიის ორგანიზატორია, რომელმაც საკუთარ საიტზე მომხმარებლებს გამოკითხვაში საუკეთესოს არჩევანის საშუალება მისცა.

გულშემატკივართა ხმები ასე განაწილდა:

  1. ლიონელ მესი (48%)
  2. მოჰამედ სალაჰი (31%)
  3. კრიშტიანო რონალდო (8%)

ხოლო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისა და ფიფა-ს ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი სულაც მეოთხე ადგილზე გავიდა.

რედაქციამ საიტიდან გამოკითხვა ამოიღო, რადგან სავარაუდოდ, თავიანთი გამოკითხვის შედეგები მომხმარებლების შედეგებს არ დაემთხვევა.

გამოკითხვა France Football-დან წაშალეს, მაგრამ სქრინშოტი დარჩა.

შეგახსენებთ, რომ
"ოქროს ბურთის" მიღების სულ 30 ნომინანტია. დაჯილდოების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

alt"ფრანს ფუტბოლის" "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში სალაჰი ლიდერობს, მესი მეორეა, რონალდო - მესამე

მკითხველის კომენტარები / 11 /
2018-ში ჩაფლავებული მკვდარი მესი,რომელიც სამეულშიც ვერ მოხვდა მაიმუნობით საუკეთესოდ დასახელება გინდოდათ. მესის თუ გვერდში არა ყავს ისეთი ვარსკვლავე როგორებიც არიან ხავი,ინიესთა,ნეიმარი,იბრაგიმოვიჩი და სხვა იგი ნულია.ამიტომაც ბარსა ყიდულობს ყველას და ყველაფერს მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალს ვერ სცდება.
ჩაშლილი აფიორა
17:07 13-10-2018
13
Sauketesos rogor afasebt? Mesi yvela ramashi tutqmis driblingebs aketebs 2-3 kacs atyuebs rac fexburts alamszebs golebi gaaqvs ra pasebs aketebs yvela xedavs aucilebeli ararus ligis gamarjvebuli iyo ligas erti fexburteli ver igebs mtavaria rogori xarisxit tamashob xalxs rogor siamovnebas anicheb mase fasdeba sauketeso chemi azrit masea
Emigranti
17:53 12-10-2018
0

სიახლეები პოპულარული