კემპესი მესის გამოესარჩლა: მარადონას ყოველი პირის გაღება პრობლემაა

AutoSharing Option
მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონმა მარიო კემპესმა დიეგო მარადონა გააკრიტიკა, რომელმაც თქვა, რომ ლეო მესის მტკიცე ხასიათი არა აქვს და ლიდერი ვერასოდეს ვერ გახდება.

"მარადონას ყოველი პირის გაღება პრობლემაა. ის არავის არ სცემს პატივს, მას კი საფეხბურთო კარიერის გამო ყველა პატივს სცემს. არავინ არ ახსენებს 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ხელიდან გაშვებულ გამარჯვებას.

მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. მადლობლები უნდა ვიყოთ, რომ ის არგენტინელია. მარადონას დრო წავიდა, ის უკვე აღარაა ახალგაზრდებისთვის სამაგალითო. ხანდახან კაცმა ენას კბილი უნდა დააჭირო", - განუცხადა კემპესმა "მუნდო დეპორტივოს".

მკითხველის კომენტარები / 9 /
მხოლოდ ერთს ვიტყვი მარადონა არის მსოფლიოს უდიადესი ფეხბურთელი
მგელი
19:00 17-11-2018
3
სად მებრძოლი,პატრიოტი,ქარიზმატული,მსოფლიო ჩემპიონი მარადონა და ფულზე გაგიჟებული ჩანჩურა მესი
ამაშია საქმე
11:53 19-10-2018
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული