"როცა მესი პსჟ-ში გადმოვიდა, მბაპემ ეჭვიანობა დაიწყო და ჩვენს შორის უთანხმოება მოხდა" - ნეიმარი

AutoSharing Option
"ალ ჰილალის" ფეხბურთელმა ნეიმარმა, რომარიოსთან პოდკასტში პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა.

მოგეხსენებათ, ბრაზილიელი დედაქალაქური კლუბის ღირსებას 2017/2023 წლებში იცავდა. ნეიმარის თქმით, მას შემდეგ რაც პსჟ-ში ლიონელ მესი გადავიდა, კილიან მბაპემ ეჭვიანობა დაიწყო.

"როცა მესი პსჟ-ში გადმოვიდა, ჩემი აზრით, მბაპემ ეჭვიანობა დაიწყო. ამის შემდეგ პატარა გაურკვევლობა მოგვივიდა და ვიკამათეთ. მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა და ოქროს ბიჭს ვეძახდი. მუდამ ვცდილობდი მის გვერდით ვყოფილიყავი და დავხმარებოდი. მესის გადმოსვლის შემდეგ კი ეჭვიანობა დაიწყო და მისი ხასიათიც შეიცვალა. თითქოს ჩემი სხვასთან ყოფნა არ სურდა. ამის შემდეგ
კი უთანხმოება მოხდა", - გაიხსენა ნეიმარმა.

ბრაზილიელმა რომარიოსთან ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საუდის არაბეთის პროლიგის დატოვებას არ აპირებს.

alt"ერთად დიდებული ერა შევქმენით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს" - სუარესი ნეიმარის მაიამის "ინტერში" სავარაუდო ტრანსფერზე საუბრობს

alt"ალ ჰილალის" დატოვებას არ განვიხილავთ" - ნეიმარის აგენტმა ჭორები უარყო

alt"ნეიმარი ჩვენთან? ეს კლუბია და არა საავადმყოფო - "პალმეირასის" პრეზიდენტმა "ალ ჰილალის" შემტევზე ისაუბრა
 

მკითხველის კომენტარები / 2 /
ჰაიტ შე გლახა რა ბიჭს ყვარები ხარ და ვერ შეიშნოვე.DDD
jeremo
17:20 17-01-2025
1
პირდაპირი ვიდეო პარიზიდან
https://www.youtube.com/watch?v=X8xtpz9dS48
უფროსი
16:14 17-01-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული