
"ელ პისტოლეროს" თქმით, ნეიმარი შესანიშნავი ფეხბურთელია და გამორიცხული არაფერია.
"ყველამ იცის ნეიმარი რა დონის ფეხბურთელია, ასევე რა შევქმენით ერთად. დღეს სხვა რეალობა გვაქვს, უკვე ასაკში ვართ, ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს", - განაცხადა სუარესმა Goal-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ "ალ ჰილალის" შემტევმა ნეიმარმა მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ ლიონელ მესისთან და ლუის სუარესთან ერთად კიდევ ერთხელ თამაში საინტერესო იქნებოდა.