კატალონიური Mundo Deportivo-ს ცნობით, პსჟ-ის თავდამსხმელს, ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს.
გამოცემა ირწმუნება, რომ ეს სრული სიმართლეა. კერძოდ, ის "ბარსას" ხელმძღვანელებს არაერთხელ შეხვდა და თავისი სურვილის შესახებ მიანიშნა.
ნეიმარს ძალიან ენატრება ყოფილი თანაგუნდელები და მათ ხშირად ეკონტაქტება.
თან, თურმე ნუ იტყვით და, ნეის არ მოსწონს "პარი სენ ჟერმენში" კილიან მბაპეს ჩრდილში ყოფნა; არც საფრანგეთის ჩემპიონატზე თამაში ხიბლავს, სადაც მას ხშირად ეუხეშებიან და პროვოცირებენ.
როდესაც შარშან ბრაზილიელი პარიზულ გუნდში გადავიდა, კლუბის პრეზიდენტი ნასერ ელ ჰელაიფი დაჰპირდა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის იბრძოლებდნენ და
უამრავ ინდივიდუალურ პრიზს მოიგებდა, წელს კი ნეიმარი "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა შორისაც არაა.
ამას გარდა, ნეიმარს პარიზულზე უფრო კატალონიური კლიმატი მოსწონს.
ადრე დაიწერა, რომ მისი სამსახურით "რეალია" დაინტერესებული, თუმცა მადრიდულმა კლუბმა ეს ინფორმაცია უარყო.