"რეალის" ექს-პრეზიდენტი - აზარის შესაძლო ტრანსფერზე: მონათმფლობელობა დიდი ხანია გააუქმეს

AutoSharing Option
"რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა "ჩელსის" ნახევარმცველის ედენ აზარის მადრიდულ გუნდში გადასვლის სურვილზე ისაუბრა.

"არა აქვს აზრი გუნდში იმ ფეხბურთელის ძალად დაკავებას, რომელსაც წასვლა უნდა. მონათმფლობელობა დიდი ხანია გააუქმეს.

ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა უნდა "ჩელსის". ასეთ შემთხვევაში მხოლოდ სატრანსფერო ფასზეა საუბარი.

თუ ფეხბურთელი ამბობს, რომ "ჩელსის" მისი შენარჩუნება გაუჭირდება, ეს "რეალისთვის" შესანიშნავი სიახლეა", - განუცხადა კალდერონმა beIN Sports-ს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული