"მონაკოს" ახალწვეულმა რუსმა ნახევარმცველმა ალეკსანდრ გოლოვინმა გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა.
- საზღვარგარეთ კარიერის გასაგრძელებლად წასვლის გადაწყვეტილების მიღება ბევრს უჭირს.
- რუსებს აქ განსაკუთრებულად არ ელიან, ჩვენ საზღვარგარეთ არ ვუყვარვართ, განსაკუთრებით ფეხბურთელები. ჩვენზე ისეთი შთაბეჭდილება აქვთ, რომ ან ვსვამთ, ან მოტივაციის გარეშე ვთამაშობთ და ან მხოლოდ ფულის გამო ვთამაშობთ.
- ინგლისურად კომუნიკაციის პრობლემა არა გაქვს?
- ინგლისურად ლაპარაკი მიჭირს, გაგებით რაღაც-რაღაცები მესმის, ფრანგულს კი ვსწავლობ. მწვრთნელი ფრანგია, გუნდი ფრანგულია, ფრანგებს არ უყვართ ინგლისურად საუბარი. ზოგიერთი აქ პრინციპულად არ დაგელპარაკება ინგლისურად.
თუ ასე გიყვართ - მიბრძანდით გეთაყვარა იქ და ელოლიავეთ - რა ვქნა არ მიყვარს და რას მიჯღაბნით კომენტარებს? ვალდებული ვარ მიყვარდეს?