"თამაშისგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი" - რობინ ვან პერსი სეზონის ბოლოს კარიერას ასრულებს

AutoSharing Option
"არსენალის", "მანჩესტერ იუნაიტედის" და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი ფორვარდი რობინ ვან პერსი სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას აპირებს.

35 წლის ფეხბურთელის თქმით, "ფეინოორდში" გადმოსვლამდე ის ფეხბურთით სიამოვნებას ვეღარ იღებდა, ჰოლანდიაში კი თამაშის ხალისი დაუბრუნდა და გრძნობს, რომ წასვლის დროა.

"სეზონის ბოლოს აუცილებლად წავალ. 36 წლის ვხდები. 18 წელია პროფესიონალი ვარ, ხუთი წლიდან მთლიანად ფეხბურთში ვარ გადართული. თამაშისგან სიამოვნებას ვეღარ ვიღებდი, ასე წასვლა კი არ მინდოდა. "ფეინოორდში" კი სხვანაირადაა. მინდოდა ჩემი გამოცდილება ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის გამეზიარებინა, ახლა კი წასვლის დროა" - განაცხადა ვან პერსიმ.

რობინ ვან პერსიმ კარიერის განმავლობაში "ფეინოორდის", "არსენალის", "მანჩესტერ იუნაიტედის" და "ფენერბახჩეს" რიგებში იასპარეზა, ჰოლანდიის ნაკრებში კი 102 მატჩში 50 გოლი გაიტანა, ხოლო 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა.

altრობინ ვან პერსი როტერდამის "ფეინოორდში" დაბრუნდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული