"რეალი" მზადაა პოჩეტინიო 40 მილიონად გამოისყიდოს

AutoSharing Option
"სანის" ცნობით, "რეალი" "ტოტენჰემის" მენეჯერის მაურიციო პოჩეტინიოს მიწვევას გეგმავს.

გამოცემის მტკიცებით, "რეალის" ხელმძღვანელობას პოჩეტინიოს გუნდის მწვრთნელად დანიშვნა სურს და მის გადასაბირებლად ემზადება.

ჩემპიონთა ლიგაზე პსვ-სთან ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ ლონდონური კლუბის პლეი-ოფში გასვლის შანსები შემცირდა და ბლანკოსი პოჩეტინიოს გადაბირებას აპირებს.

"სამეფო კლუბი" მზადაა პოჩეტინიოს ტრანსფერში 45 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოჩეტინიოს "რეალის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მწვრთნელობის მთავარ კანდიდატად განიხილავს, იქამდე კი სურს გუნდი ანტონიო კონტეს ჩააბაროს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული