"სან პაულუდან" დაბალი ლიგის "სან ბენტოში" განათხოვრებული 25 წლის ნახევარმცველი დანიელ კორეა ფრეიტასი შაბათს სოფელ სან-ჟოზე-დუს-პინიაისთან ტყეში მოკლული იპოვეს.
მას სხეულზე დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, ყელი ორ ადგილას გამოჭრეს და სასქესო ორგანო მოაჭრეს.
პოლიციამ განაცხადა, რომ ფეხბურთელი ნაწამებია, შურისძიების მიზეზს არ გამორიცხავენ და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მეტს არაფერს არ იტყვიან.
ფრეიტასი ადრე "ბოტაფოგოსა" და "კურიტიბაში თამაშობდა.
"სენტ ეტიენის" ყოფილი ფეხბურთელი საფრანგეთში კალაშნიკოვის ავტომატით მოკლეს