"სანი" იტყობინება, რომ პოლიციამ ბრაზილიელი ფეხბურთელის დანიელ კორეა ფრეიტასის მკვლელი დააპატიმრა.
დანიელი რამდენიმე დღის წინ წამებით მოკლეს და სასქესო ორგანო მოაჭრეს.
მკვლელი 38 წლის ბიზნესმენი ედისონ ბრიტეს ჟუნიორია, რომელიც ამტკიცებს, რომ მეუღლეს გაუპატიურებისგან იცავდა.
"ის იმ ოთახში შევარდა, სადაც ჩემი მეუღლე იმყოფებოდა, ტანზე გაიხადა და კარი ჩაკეტა. მეუღლის ყვირილი გავიგე, ის შველას ითხოვდა. გავაკეთე ის, რასაც ნებისმიერი მამაკაცი საყვარელი ქალის გამო გააკეთებდა. ამ ვითარებაში აღმოჩნდა ჩემი მეუღლე კრისი, რომელთან ერთადაც 20 წელია ვცხოვრობ", - განაცხადა ედისონმა.