კანსელუ: "რეალი" რონალდოს გარეშე 1:5-ს აგებს, "ბარსელონა" მესის გარეშე 5:1-ს იგებს

AutoSharing Option
"იუვენტუსისა" და პორტუგალიის ნაკრების მცველი ჟოაუ კანსელუ თვლის, რომ "ოქროს ბურთი" რონალდომ უნდა მოიგოს.

"წარმოუდგენელია, რომ რონალდომ წელს "ოქროს ბურთი" ვერ მოიგოს. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია დ გასულ სეზონში ყველაზე ხშირად გადაწყვიტა მატჩების ბედი.

არ შეიძლება ამ პრიზის მსოფლიოს ჩემპიონატის შედეგების გათვალისწინებით გადაცემა, რადგან ამ ტურნირს ერთი და იგივე გუნდები იგებენ. თუ საფრანგეთში, გერმანიაში ან ბრაზილიაში დაიბადე, ადრე თუ გვიან მუნდიალის გამარჯვებული გახდები. აი, პორტუგალიის 2016 წლის ევროპირველობაზე გამარჯვება კი იშვიათობაა.

რონალდომ გასულ ჩემპიონთა ლიგაზე 15 გოლი გაიტანა და ტურნირის
მთავარი მოქმედი გმირი იყო. როდესაც ის ამა თუ იმ გუნდში თამაშობს, ის გუნდი საუკეთესო ხდება. ამის დადასტურება უკანასკნელი ელ კლასიკოა - "რეალი" რონალდოს გარეშე 1:5-ს აგებს, "ბარსელონა" მესის გარეშე 5:1-ს იგებს. აი, მთელი განსხვავება", - განუცხდა კანსელუმ Sky Sport Italia-ს.

მკითხველის კომენტარები / 7 /
რამდენჯერ ყავხარ ლეოს ნატრევი კანსელო გახსოვს?
1
ელკლასიკოს თუ უყურა გუნდისთამაში უნდადაენახა რეალი არაფერსაკეთებდა და ბარსა თამაშობდა ფურთისფლობა პასები გოლები ყველაფრით უპირატესობა ჰქონდა მაგრამ რონალდო და და მესის რომ ადარებს ერთმანეთს მაშინ ის ელკლასიკოც გაიხსენოს მესის დუბლირომ შეაგდოდა რონალდო კიდე ბურთს ფეხს რომ აცილებდა 3:1 რომმოიგო ბარსამ :დდდ ამას რატომ არ იხსენებს დავიჯერო სკლეროზიაქ? ანიმასრომ ლალიგის ბომბარდირია მესი და როგორ მარჩებში მოაგებინა ბარსას :დ მაგრამ პრინციპში პორტუგალიის და იუვეს მოთამაშე სხვას რას იტყვის :დდ
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული