ცნობილი გახდა, თუ რატომ მოკლეს და მოაჭრეს სასქესო ორგანო ბრაზილიელ ფეხბურთელს

AutoSharing Option
როგორც უკვე გაუწყეთ, "სან პაულუდან" დაბალი ლიგის "სან ბენტოში" განათხოვრებული 25 წლის ნახევარმცველი დანიელ კორეა ფრეიტასი შაბათს წამებით მოკლეს და სასქესო ორგანო მოაჭრეს.

პოლიციის ცნობით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. ის სახლში ოთხმა ადამიანმა მოკლა და შემდეგ ცხედარი სხვა ადგილას გადაიტანეს.

ფეხბურთელი სახლში გოგონასთან ერთად იმყოფებოდა, რომელთანაც იქამდე თანაგუნდელებთან წვეულებაზე იყო.

ეს ამბავი პოლიციას მოკლულის მეზობელმა აცნობა. მას ესმოდა დანიელის ყვირილის ხმა და დაინახა, როგორ გაიტანეს და ჩადეს მისი გვამი ავტომობილის საბარგულში.

უკვე დადგინდა მკვლელების ვინაობა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული