ჰოლანდიის მეორე დივიზიონში "რინსგბურს ბოისისა" და აფკ-ს მატჩისას კურიოზული ინციდენტი მოხდა.
მოედანზე შიშველი ქალი გადახტა და თამაში შეწყდა. სტიუარდები იმდენად გაოგნებულნი დარჩნენ, რომ გამოკიდება და დაჭერა არც უფიქრიათ, მან კი მთელი მოედანი გაირბინა და მოპირდაპირე ტრიბუნაზე ავიდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ მასპინძელთა გუნდის ფანებმა თქვეს, რომ ეს ერთადერთი რამ იყო, რამაც გაახალისათ, რადგან 2:6 წააგეს.