"ბეტისის" მწვრთნელმა კიკე სეტენმა "ბარსელონას" ურჩია, დაახანონ თავდამსხმელ ლეო მესის დაბრუნება.
"ვფიქრობ, "ბარსელონამ" უნდა მოიცადოს. არ უნდა გარისკოს და არ უნდა ათამაშოს ჩემი გუნდის წინააღმდეგ. შემდეგ ორკვირიანი სანაკრებო პაუზაა და მშვიდად მოირჩენს ტრავმირებულ ხელს. შეიძლება წაიქცეს და ტრავმა გაურთულდეს.
ძალიან მინდა კვირას იასპარეზოს, რადგან მისი თამაშის ყურება დიდი სიამოვნებაა, მაგრამ გარისკვად არ ღირს", - განუცხადა სეტენმა AS-ს.