ერთა ლიგა. V ტური: შვეიცარია ბელგიასთან 0:2-ს აგებდა და 5:2 დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
ერთა ლიგის მე-5 ტურში ინგლისმა ხორვატია 2:1 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.

შვეიცარიას ლუცერნში ტორგან აზარმა დებიუტში ორი გოლი გაუტანა, მაგრამ შემდეგ მასპინძლებმა ხუთჯერ დალაშქრეს კურტუას კარი, გაიმარჯვეს და შემდეგ ეტაპზე გავიდნენ. ჰეთ-თრიკი "ბენფიკას" თავდამსხმელმა სეფეროვიჩმა შეასრულა. კურტუამ ამ სეზონში მეორედ გაუშვა ერთ შეხვედრაში 5 გოლი.

ბელარუსმა სტუმრად სან მარინოს 2:0 სძლია, პლეი-ოფში გავიდა და C ლიგაში გადავიდა.

ჩრდილოეთ ირლანდია საკუთარ მოედანზე ავსტრიასთან 1:2 დამარცხდა. ამ გუნდმა ჯგუფში ყველა მატჩი წააგო და C ლიგაში გავარდა.

A ლიგა. 2 ჯგუფი
ლუცერნი. "სვინსპოარენა". 17
800 მაყურებელი
შვეიცარია - ბელგია 5:2
გოლები: 0:1 ტ. აზარი (2), 0:2 ტ. აზარი (17), 1:2 როდრიგესი (26, პენ), 2:2 სეფეროვიჩი (31), 3:2 სეფეროვიჩი (44), 4:2 ელვედი (64), 5:2 სეფეროვიჩი (85)

A ლიგა. 4 ჯგუფი
ლონდონი. "უემბლი". 78 221 მაყურებელი
ინგლისი - ხორვატია 2:1
გოლები: 0:1 კრამარიჩი (57), 1:1 ლინგარდი (78), 2:1 კეინი (85)

B ლიგა. 3 ჯგუფი
ბელფასტი. "უინძორ პარკი". 17 895 მაყურებელი
ჩრდ. ირლანდია - ავსტრია 1:2
გოლები: 0:1 შლაგერი (49), 1:1 ევანსი (57), 1:2 ლაზარო (90)

C ლიგა. 2 ჯგუფი
ათენი. "ოლიმპიაკო"
საბერძნეთი - ესტონეთი 0:1
გოლი: 0:1 ლამბროპულოსი (44, საკ. კარში)

ბუდალეშტი. "გრუაპამა"
უნგრეთი - ფინეთი 2:0
გოლები: 1:0 სალაი (29), 2:0 ნაგი (37)

C ლიგა. 2 ჯგუფი
კიშინიოვი. "ზიმბრუ"
მოლდოვა - ლუქსემბურგი 1:1
გოლები: 1:0 გინსარი (58, პენ), 1:1 ბენსი (70)

სარევალე. "ოლიმპიკო"
სან მარინო - ბელარუსი 0:2
გოლები: 0:1 დრაგუნი (8), 0:2 საროკა (52)
მკითხველის კომენტარები / 1 /
შვეიცარია-ბელგია ნამდვილად ტურის საუკეთესო თამაში იყო. შაჩირის ბენეფისი! არადა სიტიში სკამზე ზის.
emigranti
14:45 19-11-2018
2

სიახლეები პოპულარული