"ბარსელონა" პსჟ-ს თავდამსხმელის ნეიმარის დაბრუნებითაა დაინტერესებული.
Goal-ის ცნობით, ბრაზილიელს პარიზული გუნდის დატოვება სურს, ფეხბურთელის წარმომადგენლები "ბარსას" ხელმძღვანელებს შეხვდნენ და ინსტრუქცია მიიღეს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ.
კატალონიურ კლუბს არ უნდა "პარი სენ ჟერმენთან" კონფლიქტი და ნეიმარმა პსჟ-ს დატოვების სურვილის თაობაზე თავად უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება.
დღესვე "მუნდო დეპორტივომ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "რეალმა" ნეიმარის შეძენა გადაიფიქრა.