იტალიური პრესა: მესი და რონალდო "ოქროს ბურთის" ფინალისტთა სამეულში ვერ შევლენ

AutoSharing Option
იტალიური პრესის ცნობით, ტურინის "იუვენტუსის" ფორვარდი კრიშტიანო რონალდო და "ბარსელონას" თავდამსხმელი ლიონელ მესი "ოქროს ბურთის" ფინალისტთა სამეულში ვერ შევლენ.

გამოცემა Corriere dello Sport-ი ცერემონიამდე გამოქვეყნებული ვიდეორგოლიდან გამომდინარე იტყობინება, რომ ორივე ფეხბურთელი სამეულს მიღმა დარჩება.

რგოლში რონალდოს, როგორც წინა წლის პრიზის მფლობელს აჩვენებენ, ხოლო შემდეგ კილიან მბაპეს, რაფაელ ვარანს და ლუკა მოდრიჩს ანახებენ. მესი რგოლში საერთოდ არ არის. გამომდინარე აქედან, წყაროს მიაჩნია, რომ სამეულში სწორედ მბაპე, ვარანი და მოდრიჩი არიან.

თუ მესი და რონალდო სამეულში ვერ მოხვდებიან, ეს 2006 წლის შემდეგ
პირველი შემთხვევა იქნება. შეგახსენებთ, რომ "ოქროს ბურთის" დაჯილდოება 3 დეკემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თქვენი ოქროს და ვერცხლის ბურთიც თქვენთვის გვიჩუქნია, ფეხბურთის ვაი მესვეურნო. ოქროს ბურთის მინიჭება ხდებაო, ინდივინდიალური მიღწევების ხარჯზეო, ასე ვიცით ჩვენ, მაგრამ რა გამოდის? თურმე მთლად ასეც არ არის. მოდრიჩმა ვერაფერი შედეგი ვერ აჩვენა თავის გუნდში, ერთი გაიფაფხურა მსოფლიოზე და ამის მერე გაჩერდა, ვარანმაც იგივე შედეგი დადო, მმამბეს შეფასება ჯერ ადრეა. ობიექტურები უნდა ვიყოთ და ამ სამივეს პირადი შედეგებით გადაუსწრო ლეო მესიმ: ოქროს ბუცი, ესპანეთის ჩემპიონობა, ბომბარდირობა, ასისტენტობა და მაინც სამეულს მიღმა დატოვეს(უბრალოდ მსოფლიოზე, რაღაც მოხდა თორემ ლეო ასე უხასიათოდ არ გამოვიდოდა) თუ ამ კრიტერიუმით ვერ მოხვდა ლეო, მაშინ რაღა ინდივიდუალურია ეს პრიზი. მესის ამითი არაფერი არ დააკლდება, პირიქით 5-ი ოქროს ბურთის მფლობელია ამით ყველაფერია ნათქვამი.
ქართველი1
22:32 23-11-2018
0
მესი და რონალდო თუ არა მაშინ არავისარუნდა გადაეცეს ოქროსბურთი წელს :)) თუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს არ გადაეცემათ მაშინ ამ ჯილდოს ფუნქცია დაუკარგავს ასე გამოვა და ამას რომ თავი დავანებოთ მოდრიჩი ვარანი უნდა მოხვდეს სამულში და აზარი არა ? მე პირადად მესი რონალდო და აზარის სამეულს დავასახელებდი :))
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული