![](https://sportall.ge/pictures/image5/23a5cee2c8c1e13d47d519676a650802.jpg)
"დეილი მეილის" ცნობით, "მანჩესტერის" ფეხბურთელები მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს საყვედურებით დაიღალნენ.
პრემიერლიგის მე-13 ტურში "კრისტალ პალასთან" ნამატჩევს (0:0) პორტუგალიელმა თქვა, რომ მის გუნდს აკლდა გული, სურვილი და ხასიათი.
გამოცემა ამტკიცებს, რომ ფეხბურთელები გაღიზიანებულნი არიან და შენიშვნები ყელში ამოუვიდათ.
"მანჩესტერი" 21 ქულით მე-7 ადგილზეა და ლიდერ "მანჩესტერ სიტის" უკვე 14 ქულით ჩამორჩება.