მოურინიო სიხარულისგან გადაირია და წყლის ბოთლების ყუთების მტვრევა დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში "მანჩესტერმა" "ოლდ ტრაფორდზე" 1:0 დაამარცხა "იანგ ბოიზი" და პლეი-ოფში გავიდა.

გამარჯვების გოლი 90+1-ე წუთზე მარუან ფელაინიმ გაიტანა.

"მანიუს" მენეჯერი ჟოზე მოურინიო სიხარულისგან კინაღამ ჭკუიდან გადავიდა. ჯერ წყლის ბოთლების ყუთს ფეხი დაარტყა, შემდეგ კი ხელში აიღო და მიწაზე დაანარცხა.

ნამატჩევს მან კომენტარი გააკეთა: "ვერავინ დამაბრალებს, რომ გუნდი დაცვითი სტილით ვათამაშე. უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა. 0:0-ზე მსოფლიოს საუკეთესო მეკარემ გადაგვარჩინა.

როგორც დავგეგმეთ, თამაში დიდი ზეწოლით დავიწყეთ. გულშემატკივრებმა ეს დაინახეს. ძალიან გამოცდილი ვარ და ბევრი რამის
წინასწარმეტყველება შემიძლია. ამ გოლის ბოლოს გასატანად ნახევარმცველი გვჭირდებოდა".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ამას ვინმემ მისცა ნეტა ჯანმრთელობის ცნობა?ეს ადამიანი არაა სრულ ჭკუაზე.ეტყობა კიდეც საუბარზეც და საქციელებზეც
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული