Onda Cero-ს ჟურნალისტი "ოქროს ბურთზე" კულუარულ ინფორმაციას ავრცელებს

AutoSharing Option
Onda Cero-ს ჟურნალისტმა ექტორ ფერნანდესმა "ოქროს ბურთის" გამარჯვებულის შესახებ კულუარული ინფორმაცია გაავრცელა.

მისი ცნობით, 2018 წლის "ოქროს ბურთს" ხორვატიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი მიიღებს, მეორე ადგილზე კი პორტუგალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდო გავა, რომლის ანგარიშზე უკვე არის 5 "ოქროს ბურთი"; მესამე ადგილს კი საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი დაიკავებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში "ოქროს ბურთი" ან კრიშტიანო რონალდოს, ან ლიონელ მესის ხვდებოდა. ორივე ფეხბურთელს 5-5 "ოქროს ბურთი" აქვს მოგებული.

alt

იტალიური პრესა: მესი და რონალდო "ოქროს ბურთის" ფინალისტთა სამეულში ვერ შევლენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული