"ჩელსის" არ უნდა აზარი დაკარგოს და ზღაპრულ ხელფასს სთავაზობს

AutoSharing Option
"ჩელსიმ" გადაწყვიტა რადაც არ უნდა დაუჯდეს შეინარჩუნოს ნახევარმცველი ედენ აზარი.

Sky Sports-ის ცნობით, "არისტოკრატები" ბელგიელს ყოველკვირეულ გასამრჯელოდ 300 ათას ფუნტს შესთავაზებენ და ამას გარდა, გოლებზე, საგოლე გადაცემებზე და მოგებულ ტურნირებზე  სხვადასხვა ბონუსებს დაპირდებიან.

თუ ის ამ წინადადებას დათანხმდება, გუნდის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება. ამჟამად "ჩელსიში" ყველაზე მაღალი ხელფასი ნგოლო კანტეს აქვს - 290 ათასი.

აზარს ლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მისი სამსახურით "რეალია" დაინტერესებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული