კიევის "დინამოს" პოლონელი ლეგიონერი: აქ უკრაინული არ იციან, რუსულად ლაპარაკობენ

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" 24 წლის პოლონელი მცველი ტომაშ კენძერა გაკვირვებულია იმით, რომ გუნდში რუსულად ლაპარაკობენ.

"უკრაინულად ჯერ ვერ ვსაუბრობ. შესაძლოა, დადგება დრო და ვილაპარაკებ. რუსული კარგად ვიცი, პოლონურს ჰგავს. პოლონური უკრაინულსაც ჰგავს, მაგრამ გუნდში რატომღაც რუსულად ლაპარაკობენ. ეს მაკვირვებს.

ვიცი, როგორი სიტუაციაა უკრაინასა და რუსეთს შორის, თუმცა აქ ყველანი რუსულად საუბრობენ. ჩემი აზრით, სასიამოვნო არაა, რომ თქვენს ქვეყანაში სხვა ენაზე მეტყველებენ. ამის შესახებ მათ ვკითხე. ნაზარი რუსინი ლვოვის მახლობლად ცხოვრობს, უკრაინულად ლაპარაკობს და ხანდახან გუნდში მისი ნათქვამი არ ესმით.

კიდევ ის
მაკვირვებს, რომ უკრაინაში ბევრ ავტომობილს პოლონური ნომრები აქვს. კიევი ძალიან მომწონს: ქალაქი, ხალხი და ყველას ვეუბნები, რომ შესანიშნავი ქალაქია", - განუცხადა კენძერამ "ტრიბუნას".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული