"მანჩესტერ სიტი" "რეალს" ისკოში 86 მილიონს შესთავაზებს

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველის ისკოს სამსახურით "მანჩესტერ სიტი" დაინტერესდა.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "ქალაქელთა" მენეჯერი პეპ გვარდიოლა პირადადაა დაინტერესებული ამ ტრანსფერით და სურს მომავალში ისკო დავიდ სილვას შემცვლელი გახდეს.

"სიტი" იანვარში ისკოში "რეალს" 86 მილიონ ევროს შესთავაზებს.

ბლანკოსის მწვრთნელად სანტიაგო სოლარის დანიშვნის შემდეგ ისკოს სისტემატურად უწევს სათადარიგოთა შორის ყოფნა და უკმაყოფილოა თავისი მდგომარეობით.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული