მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში "რეალმა" იაპონიის "კასიმა ანტლერსს" 3:0 სძლია და ფინალში "ალ აინს" შეხვდება, რომელმაც პენალტების სერიაში "რივერ პლეიტს" მოუგო.
ჰეთ-თრიკი გარეთ ბეილმა შეასრულა.
ბეილი მესამე ფეხბურთელია, რომელმაც ამ ტურნირზე 3 სხვადასხვა ჩემპიონატზე გაიტანა გოლები.
მის გარდა ამის გაკეთება ლეო მესიმ და რონალდომ შეძლეს.
აბუ დაბი. "შეიხ ზაიედი"
კასიმა ანტლერსი - რეალი 1:3
გოლები: 0:1 ბეილი (44), 0:2 ბეილი (53), 0:3 ბეილი (55), 1:3 დოი (78)