გადაწყდა - იგუაინი "ჩელსიში", მორატა - "მილანში"

AutoSharing Option
Sportmediaset-ის ცნობით, "იუვენტუსიდან" "მილანში" განათხოვრებული თავდამსხმელი გონსალო იგუაინი მალე "ჩელსიში" გადავა.

"მილანს" იგუაინის ერთწლიან იჯარაში 18 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა და ზაფხულში მისი კონტრაქტის 36 მილიონად გამოსყიდვის უფლება ჰქონდა.

გამოცემის მტკიცებით, "არისტოკრატებმა" როსონერის იგუაინისა და ფორვარდ ალვარო მორატას ექვსთვიანი ბარტერი შესთავაზეს და კლუბები შეთანხმდნენ. სურვილის შემთხვევაში "მილანს" გონსალოს შეძენა შეეძლება.

"ჩელსი" კი ზაფხულში პიპიტას კონტრაქტს გამოისყიდის, თუ რა თქმა უნდა, იმედები გაამართლა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული