"რეალი" "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველს 15 მილიონად შეიძენს

AutoSharing Option
"ტელეგრაფის" ცნობით, "რეალი" "მანჩესტერ სიტის" 20 წლის ნახევარმცველს ბრაიმ დიასს ამ ორ დღეში შეიძენს.

ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების 19 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილოა იმით, რომ იშვიათად ათამაშებენ და სამშობლოში დაბრუნება სურს.

ეს სიამოვნება ბლანკოსს 15 მილიონი ფუნტი დაუჯდება.

ესპანური მედიასაშუალებები იტყობინებიან, რომ "სამეფო გუნდში" დიასის სეზონური ხელფასი 3 მილიონი ევრო იქნება.

ამ სეზონში ყველა ტურნირზე ბრაიმმა მხოლოდ 213 წუთი ითამაშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული