ზიკო: მესი დონით მარადონასთან ახლოსაა, პელესთან მისი შედარება კი არ შეიძლება

AutoSharing Option
წარსულში ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ზიკომ ლეო მესი, დიეგო მარადონა და პელე შეადარა.

"მესი დონით მარადონასთან ახლოსაა, პელესთან მისი შედარება კი არ შეიძლება. ჯერ კიდევ ვთვლი, რომ მარადონა მესიზე უკეთესია. თუმცა, მათი პელესთან შედარება არ შეიძლება. პელეს ჰქონდა ყველა ის თვისება, რომელიც დიად ფეხბურთელს უნდა გააჩნდეს.

როდესაც ღმერთმა პელე-ფეხბურთელი შექმნა, ყველა საჭირო უნარ-ჩვევით დააჯილდოვა: სისწრაფე, ძალა, იმპულსურობა, ტექნიკა, დრიბლინგი, ორივე ფეხით და თავით ბურთის დარტყმა. მისი სიმაღლე 170 სანტიმეტრია.

მესის პრაქტიკულად ყველაფერი აქვს, მაგრამ პელესგან განსხვავებით მსოფლიოს ჩემპიონი არაა. ამას უზარმაზარი
მნიშვნელობა აქვს. მარადონა მსოფლიოს ჩემპიონი იყო. ის მესის დარ გუნდში არ თამაშობდა. მის გუნდში არ იყვნენ სუარესი, ინიესტა, ხავი  და პიკე", - განუცხადა ზიკომ Omnisport-ს.

მკითხველის კომენტარები / 29 /
სანამ მფრინავი კრიშტიანო იქნება მესი ყოველთვის მეორეა.მარტო ნაკრებში მესიზე ორჯერ მეტი გატანილი გოლი პლუს პასი აქვს.აღარაფერს ვამბობ ჩ.ლ.ზე სადაც 121 ბურთი აქვს გატანილი და აქედან უმეტესობა პლეიოფებში.პელე მეფეა მესი ვეზირის მოადგილე
ასეა ეს
15:28 04-01-2019
15
მესი მარადონა ჩაკვეტაძე
ბაბუა
14:41 04-01-2019
2

სიახლეები პოპულარული