მის ბუმ-ბუმმა უზარმაზარ უკანალზე მესის ტატუ გაიკეთა [PHOTO]

AutoSharing Option
ვერ გეტყვით, მართლა "ბარსელონას" თავდამსხმელ ლეო მესის დიდი თაყვანისმცემელია მის ბუმ-ბუმი სიუზი კორტესი, თუ ეს პოპულარობის მოსახვეჭად სჭირდება, მაგრამ ფაქტია, მისი ტატუ უკანალზე გაიკეთა და ასე ორიგინალურად უფრო მეტად გააცნო თავისი თავი საფეხბურთო და არასაფეხბურთო საზოგადოებას.

ადგილი კი სიუზიმ მართლაც სკანდალური შეარჩია და ეს ასე ახსნა:

"დარწმუნებული ვარ, მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესი 2019 წელს მეექვსედ მოიგებს "ოქროს ბურთს" და ფიფას პრიზს The Best-ს. მე ამას ვწინასწარმეტყველებ და ამიტომ გავიკეთე ეს ტატუ და 10 ნომერი "ბარსელონას" ემბლემითურთ, რომელიც მომავალ
წელს დაარსებიდან 120 წლისთავს იზეიმებს".

Sportall.Ge

მთელი ეს ტექსტი კორტესს ტატუს სახით არ გაუკეთებია, თუმცა გაბარიტებიდან გამომდინარე, თავისუფლად დაეტეოდა.

სხვათა შორის, მას "ბარსას" ფორმა არ მოსწონს და ამიტომ კლუბის პრეზიდენტის ჟოზეპ ბარტომეუს გადაყენების მოთხოვნით კამპანია წამოიწყო. ის ამბობს, რომ ინსტაგრამზე 1.5 მილიონი ხელისმომწერი ჰყავს და მიზანს მიაღწევს.

მესის თურმე, არ მოსწონს მატრაკვეცა სიუზის საქციელი, ადრე სოციალურ ქსელში დაბლოკა კიდეც და თანაც, როგორც ამბობენ, მისი მეუღლე ანტონელა როკუცო ეჭვიანობს.

ამის შემხედვარე, იეჭვიანებს, აბა, არ იეჭვიანებს?!.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
ბარსას ფანები საცოდავები კი არა ყველაზე ერთგულები და ჯიგრები ვართ რთმანეთს შეურაცყოფა მივაყენოთ ამიტომ თავი შეიკავეთ თუ იგივეს მიღებაარ გინდათ :))
T.k
08 იანვარი 2019 00:50
0
ნამდვილად გეთანხმები, ბარსას ფანები ვართ, ძალიან ერთგულები ჩვენი საყვარელი გუნდის მიმართ. ყველა ბარსას გულშემატკივარს და მესის ქომაგს ვენაცვალე.
io-mesi
08 იანვარი 2019 11:08
0
*ერთმანეთს შეურაწყოფა არ უნდა მივაყენოთ :)) ადმინ თხოვნა მექნება კომენტარებისრულად დაიწეროს დასაბლოკს არაფერს ვამბობ ხოლმე :)) მადლობა
T.k
08 იანვარი 2019 01:26
0
გაუმარჯოს ბარსას და რათქმაუნდა მესის!!!
პაატა
07 იანვარი 2019 19:58
0
პაატა გეთანხმები!
ნონა
08 იანვარი 2019 11:08
0
ვაჟკაც, ერთი გვიბოძე, ვისი ფანი ხარ, რო ვიცოდეთ ვისთანა გვაქვს საქმე. რაც შეეხება უკანალს რაო არ მოგეწონა? თუ შეგშურდა. რომ შენი საყვარელი პენალდო, პელე ან მარადონა, არ ამოიტვიფრა ამ ლამაზმა გოგომ.
გია1
07 იანვარი 2019 10:12
2
საცოდავს! ამხელა უკანალზე, შენი ადგილიც მოიძებნება საცოდავო.
10
07 იანვარი 2019 10:04
0
მსოფლიო ჩემპიონატში თამაშისათვის მესის ადგილი სწორედ უკანალზეა
რა სასაცილოები ხართ ბარსას ფანები.
06 იანვარი 2019 21:30
8
სასაცილოს! შენ ჩაძმორებულ უკანალს აღარ ჯობია, ესეთი ვნებიანი უკანალი? იცის გოგომ ვინ აირჩიოს. აბა კრისტინას ხომ არ აირჩევდა?!
კოკა
07 იანვარი 2019 13:38
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული